აჭარაში 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 174%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მეოთხე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2019 წლის ოთხივე კვარტლის ჯამური მონაცემით, წინა წელთან შედარებით 174% გაიზარდა. 2018 წელს FDI-ს საერთო მოცულობა 75,5 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წლის მონაცემებით უცხოურმა ინვესტიციამ 207 მილიონ დოლარს მიაღწია.

2019 წელს ჯამურად საქართველოში $1,2 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, საიდანაც აჭარის წილი 16.3%-ია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს