აფრიკაში მეკობრეების მიერ გატაცებული ოთხი ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა

აფრიკაში, მეკობრეების მიერ გატაცებული ოთხი ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა. მეზღვაურებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი დახვდნენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის თქმით, მეზღვაურებს ლაბორატორიული კვლევა გამომგზავრებამდე ჩაუტარდათ, თუმცა დამატებით შემოწმება აეროპორტშიც გაიარეს. მისივე განცხადებით, მეზღვაურები რისკ-ქვეყნებში არ იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი მეზღვაურის განცხადებით, ტყვეობაში ყოფნის დროს, მათზე ფიზიკურად არ ძალადობდნენ, თუმცა მძიმე პირობები იყო.

"ღამის ორ საათზე დაგვესხნენ თავს და გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს. მინდა გითხრათ, რომ ფიზიკურად არ ძალადობდნენ, მაგრამ პირობები იყო ძალიან მძიმე, არ გვყოფნიდა საკვები, წყალი. მოკლე დროში გაგვათავისუფლეს, რაც პირველ რიგში ბერძნული გემფლობელი კომპანიის დამსახურება იყო. მესამე დღეს გავიდნენ მეკობრეებთან კავშირზე და მალე მოახერხეს შეთანხმება", -ამბობს ერთ-ერთი მეზღვაური.

ცნობისთვის, 20 თებერვალს, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის 4 საქართველოს მოქალაქეა.

იხილეთ ვიდეო:აფრიკაში მეკობრეების მიერ გატაცებული ოთხი ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა