რუსთავში ორკვირიან თვითიზოლაციაში 30 ადამიანი იმყოფება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავში, ორკვირიან თვითიზოლაციაში 30 ადამიანი იმყოფება. ოცდაათივეს, ბოლო პერიოდში მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბარში, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დრომდე, არც ერთ მათგანს ვირუსული ინფექციისადმი დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. ამასთანავე, თვითიზოლირებულ პირთა რაოდენობა ბოლო ორი დღის განმავლობაში არ გაზრდილა.

,,რუსთავში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ყველა საეჭვო ფაქტი კი არის კონტროლის ქვეშ. უშუალოდ რუსთავში, თვითიზოლაციაში 30 ადამიანი იმყოფება, ჩვენ მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს უშუალოდ ბინაზე მისვლით, სატელეფონო კავშირით, დღეში მინიმუმ ორჯერ. ყველა საბედნიეროდ არის ჯანმრთელი, არანაირი კლინიკური ნიშნები არ აქვთ გამოხატული და დარწმუნებული ვართ, რომ ასე მშვიდობით ჩაივლის მათი ორკვირიანი საკარანტინო პერიოდი. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსთავში არ დაგვმატებია პირები, ვინც დაექვემდებარებოდნენ თვითიზოლაციას“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

მისივე განცხადებით, დღეს შემუშავდება დამატებითი რეკომენდაციები და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების ნუსხა, რაც ხვალ დღის ბოლომდე წერილობითი სახით დაეგზავნება რუსთავში არსებულ წარმოება-დაწესებულებებს, კვებისა და სავაჭრო ობიექტებს, სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავში ღონისძიებები ტარდება, კერძოდ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც შიდა საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო მარშრუტებზე. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ყველა საჯარო სკოლასა და ბაგა-ბაღში, ადმინისტრაციულ შენობებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო