რუსთავის მერიაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რუსთავის მერიაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე ირმა მესხი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილი და მერიის სხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, დამატებით მომზადდება წერილობითი რეკომენდაციები ქალაქში არსებული ყველა დაწესებულების, საწარმოს, სავაჭრო და კვების ობიექტებისთვის, პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, რუსთავში სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას, სხვა საჯარო სივრცეებს, შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს