ქობულეთში, ისპანის ჭაობის ტერიტორიაზე ხანძარია

ქობულეთში, ისპანის ჭაობის ტერიტორიაზე ხანძარია. ადგილზე ოთხი სამაშველო მანქანა და 20 მეხანძრე-მაშველი იმყოფება. ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ხანძარი საღამოს გაჩნდა.

ამ ეტაპისთვის ცეცხლის მასშტაბები უცნობია. ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ხის ფიცრულები და ცხოველთა სადგომებია. ადგილობრივების ინფორმაციით, შესაძლოა, ხანძარი აღნიშნულ ფართებზე გავრცელდეს.

მოსახლეობის თქმით, ცეცხლის გავრცელებას ქარი უწყობს ხელს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა