კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ქვემო ქართლში ხალხმრავალი დღესასწაულები, მათ შორის „ნოვრუზ ბაირამი“ გაუქმდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში ხალხმრავალი სახალხო დღესასწაულები, მათ შორის ,,ნოვრუზ ბაირამი", რომელიც ტრადიციულად მარტში ერთი კვირის განმავლობაში ტარდება და 21 მარტს ფართომასშტაბიანი ღონისძიებით სრულდება, აღარ ჩატარდება. რეგიონის მასშტაბით, ადგილობრივ თვითმმართველობებში შეწყდა მოქალაქეთა მიღება. ამის თაობაზე ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეჩერდა მოქალაქეთა მიღება და გაუქმდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის ,,ნოვრუზ ბაირამის" სახალხო დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად მიმდინარე თვის განმავლობაში აღინიშნება. მოსახლეობა საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღებას სატელეფონო კომუნიკაციის გზით შეძლებს", - ნათქვამია ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო