საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც 28 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად დღეს დაუდასტურდათ.

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი, სავარაუდოდ, 12 წლისაა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექცია დღეს დაუდასტურდა ბავშვის ოჯახის 4 წევრსაც. ხუთივე მათგანი იმ 8 ადამიანს შორისაა, რომელთა ტესტმაც ვირუსზე დადებითი პასუხი დღეს აჩვენა.

ბავშვის დაინფიცირება, საქართველოში კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან ერთად იტალიასთან კონტაქტს უკავშირდება.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ხუთი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მათ პირველ ჯერზე ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ, განმეორებითმა ტესტმა კი ვირუსის არსებობა დაადასტურა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში