ავღანეთის მთავრობა 1 500 თალიბს პატიმრობიდან გაათავისუფლებს

ავღანეთის მთავრობა 1 500 თალიბს პატიმრობიდან გაათავისუფლებს, - ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა გათავისუფლებულმა თალიბმა უნდა წარმოადგინოს წერილობით გარანტია იმის შესახებ, რომ „ბრძოლის ველს აღარასდროს დაუბრუნდება.“

ორ-გვერდიან დოკუმენტში, რომელსაც პრეზიდენტ ღანის ოფისი უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებს, აღნიშნულია, რომ პატიმრების გათავისუფლების პროცესი ოთხ დღეში დაიწყება.

„1 500 თალიბი პატიმრის გათავისუფლება 1 დღეში დასრულდება, ყოველდღიურად 100 პატიმარი დატოვებს ავღანეთის ციხეებს,“- აღნიშნულია ბრძანების ტექსტში.

დოკუმენტის თანახმად, პატიმრების გათვისუფლების პარალელურად „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობასა შორის მოლაპარაკებები გაიმართება და იმ შემთხვევაში, თუ მხარეები პროგრესს მიაღწევენ, ციხეებიდან თალიბი პატიმრების გათავისუფლების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, ციხეებს 5 000-ვე თალიბი დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ და "თალიბანმა" სამშვიდობო შეთანხმება მიმდინარე წლის 29 თებერვალს გააფორმეს. ხელშეკრულების თანახმად, თალიბებმა თავდასხმები აღარ უნდა მოაწყონ და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე "ალ-ქაიდასა" და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს მოქმედების ნება არ უნდა დართონ. აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების ჯარებმა კი ავღანეთი უნდა დატოვონ. შეთანხმებაში ავღანეთის მთავრობას მონაწილეობა არ მიუღია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა