გაერო ირანს მოუწოდებს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები გადატვირთული ციხეებიდან

ირანში გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი, ჯავაიდ რეჰმანი ქვეყანას მოუწოდებს, დროებით გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი, „ისედაც ძალიან გადატვირთული ციხეებიდან“. ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ირანმა დაახლოებით 70 000 პატიმარი გაათავისუფლა, თუმცა ჯავაიდ რეჰმანი აცხადებს, რომ დროებითი ამნისტია შეეხო იმ პირებს, რომელთაც 5 და ნაკლები წელი აქვთ მისჯილი, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, ისინი უფრო დიდ სასჯელს იხდიან.

„უცხოეთის მოქალაქეები და ის პირები, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, რეალური რისკის ქვეშ იქნებიან, თუ კორონავირუსი დაუდგინდებათ. მათ ძალიან ეშინიათ. მე მართლაც შეშფოთებული ვარ, რომ ნოემბრის აქციების ასობით თუ არა ათასობით მონაწილეს სასჯელის მოხდა რთულ პირობებში და გადატვირთულ ციხეებში უწევთ“, - აცხადებს რეჰმანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა