07.07.2025 / 08:38
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით შვიდი პაციენტია მოთავსებული, მათი ანალიზების პასუხებს დღეს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით შვიდი პაციენტია მოთავსებული. მათი ანალიზების პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს ელოდებიან.

პაციენტებს შორის არის ორი წლის ბავშვი, რომელიც მშობელთან ერთად იტალიიდან ხუთი დღის წინ დაბრუნდა და კლინიკაში დედასთან ერთად იმყოფება. პაციენტების უმეტესობა საზღვარგარეთიდან დაბრუნდა. ისინი კლინიკაში გუშინ შევიდნენ.

ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, ყველა მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი აღენიშნება და ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს