მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობა არ უმჯობესდება, თუმცა არც უარესდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი მძიმე პაციენტი წევს, რომლის მდგომარეობა არ უმჯობესდება, თუმცა არც უარესდება.

მისივე თქმით, გარდა ამისა, არის 4 დადასტურებული პნევმონია, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი მსუბუქია.

„ჯერჯერობით, რჩება უცვლელი სიტუაცია, გვყავს ერთი მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარება არ უმჯობესდება, მაგრამ თვალხილულად, არ უარესდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური სიტუაციაა და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. დანარჩენ შემთხვევებში გვაქვს 3 პაციენტის დადასტურებული პნევმონია, დაგვემატა ახლა კიდევ მე-4 პნევმონია, რომელთა მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქი, გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით“, - განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტია.

„10:30 საათის მდგომარეობით, ჩვენთან 41 პაციენტია. გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ჩვენს ცენტრში ჩატარდა 29 პაციენტის გამოკვლევა. 28 შემთხვევაში მივიღეთ უარყოფითი პასუხი და მხოლოდ ერთის პასუხი იყო დადებითი. ჩასატარებელია 6 პაციენტის ტესტირება. მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში ჩვენთან შემოყვანილი იქნა დადასტურებული 5 შემთხვევა და ამჟამად გვყავს ინფიცირებული 20 პაციენტი.

ამ 20 ისტორიის ოთხი წყარო გვაქვს. ერთი წყაროა ირანი და უკავშირდება ორ პაციენტს, მეორე წყაროა იტალია და ერთ-ერთი ქალაქიდან იყო ერთი პაციენტი, რომელსაც მასთან ურთიერთობაში მყოფი 5 პაციენტი დაემატა და ამ წყაროდან სულ გვყავს 6 პაციენტი. მესამე წყაროა ისევ იტალიის ერთ-ერთი ქალაქი და შემოსული 6 პაციენტი, ორი ოჯახი და მათთან კონტაქტში მყოფი კიდევ 5 ადამიანი. ანუ 11 ადამიანია ერთი წყარო. მეოთხე წყარო გვყავს ერთი პაციენტი, ესაა ესპანეთის ისტორია“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.

იხილეთ ვიდეო: ყველაზე უფრო დეტალური მონაცემები საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტთა შესახებ

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს