„თიბისის“ ინიციატივით აპლიკაციების კონკურსზე რეგისტრაცია იწყება

„თიბისის“ ინიციატივით აპლიკაციების კონკურსზე რეგისტრაცია იწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შეუძლია, ვისაც საკუთარი მობილური ან ვებ-აპლიკაციით ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივება და პროცესების ავტომატიზირების ხელშეწყობა სურს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსები და ოპერაციები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა, მომხმარებელთან ურთიერთობა - ეს იმ მიმართულებების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც კონკურსი ფარავს.

„პროექტის გამარჯვებულები სამი ეტაპის შემდეგ გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ: I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი.

აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ გუნდმა ორი წლის წინ წამოიწყო. პროექტის მიზანი ერთი მხრივ, ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი, ამ მიმართულებით ახალი სტარტაპების გაჩენის სტიმულირება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც ინდივიდუალური წევრებისგან დაკომპლექტებულ გუნდს, ისე კომპანიებს. გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვის რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ.

კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება.

„პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებმა პროდუქტის იდეა და მისი მთავარი შესაძლებლობების მაჩვენებელი ვიზუალური მასალა უნდა წარმოადგინონ. აპლიკაციის შევსება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც შეუძლიათ. გუნდში წევრების მაქსიმალური რაოდენობა 5 ადამიანია. ერთ გუნდს მხოლოდ ერთი აპლიკაციის წარდგენა შეუძლია, რომელიც არ არის სხვა პირის მიერ შექმნილი, არ იმყოფება სხვისი საავტორო უფლებების ქვეშ და ბაზარზე ჯერ არ ფუნქციონირებს.

აპლიკაციების გადარჩევის შედეგად გამოვლენილი გუნდები მეორე ეტაპზე ჟიურის წინაშე, დახურულ პრეზენტაციაზე პროდუქტის სადემონსტრაციო პროტოტიპს, ტექნიკურ გადაწყვეტას, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმას წარადგენენ. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები პროტოტიპზე მუშაობას გააგრძელებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ფინალურ ეტაპზე გუნდები საჯარო პრეზენტაციაზე ტექნიკურად წარმოადგენენ პროტოტიპებს. კონკურსის შედეგად ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს.

„აპლიკაციების კონკურსი იმ ინოვაციური პროექტის ნაწილია, რომელსაც თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად ახორციელებს. უკვე ორი წელია ონლაინპლატფორმა businesstool.ge ბიზნესებსა და ტექნოლოგიური სერვისებისა და პროდუქების მომოწოდებლებს ერთმანეთთან აკავშირებს. კომპანიებს შეუძლიათ მოძებნონ, შეადარონ და ამოარჩიონ საკუთარი ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: სოფტი, აპლიკაცია ან გადაწყვეტა. ტექნოლოგიურ სივრცეში ეს არის ახალი არხი, რომელიც დეველოპერებს ხელს უწყობს საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტის ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდაში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://www.businesstool.ge/Contest/", - აცხადებენ „თიბისი“-ში.

პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების განვითარების ბანკი - FMO და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - GITA.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე