კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრელებელი სახლების მშენებლობას კომპანია M2 განახორციელებს.

„დღეიდან იწყება სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრელებელი სახლების მშენებლობა, რომელსაც კომპანია M2 განახორციელებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მინდა ყველა ადამიანს ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით, გადავუხადო მადლობა. ჩვენ სხვა მშენებლობებთან მიმართებითაც ვმუშაობთ და მჯერა, იგივე პროცესები წავა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოჯახებს, რომლებსაც თანხები აქვთ გადახდილი და დიდი ხანია ელოდებიან აშენებულ სახლებს, მათ ოჯახებში დავაბრუნოთ სიხარული და ბედნიერება. დღეს 14.00 საათზე გვექნება ღონისძიება და ოფიციალურად ვიწყებთ უშუალოდ მშენებლობის განხორციელებას. 250 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს კომპანიას. მადლობა M2-ს თანამშრომობისთვის, რომ შევძელით ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება,“ - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა