ვლადიმერ პუტინი - სააკაშვილი დამპირდა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხს ძალით არ გადაჭრიდა - არა, არასდროს გავაკეთებო და მაინც თავისას მიაწვა, მიაწვა და მიიღო!

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირობა არ შეასრულა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხს ძალისმიერი მეთოდებით არ გადაჭრიდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ტასთან“ ინტერვიუში, „20 კითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.

„ჩვენ ხომ მას არაერთხელ ვესაუბრეთ ამ თემაზე, ჯერ კიდევ მაშინ როცა პრეზიდენტი იყო.“ -აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ მან სააკაშვილს სთხოვა, „ძალა არ გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ“, რაზეც სააკაშვილი დაპირდა, რომ „ამას არასდროს იზამდა“.

„არა, არასდროს გავაკეთებო! და მაინც თავისას მიაწვა, მიაწვა და მიიღო!“- აღნიშნა პუტინმა.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობებს, რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ მოსკოვისგან „გვერდზე გადგა“. „აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. დაე, მადლობა მიხეილ სააკაშვილს გადაუხადონ“, - დასძინა პუტინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია პოლიტიკაში აღარ არის, პუტინი პასუხობს: „როგორ არ არის. დარბის მოედნებსა და სახურავებზე, როგორც მარტის კატა“.

იხილეთ ვიდეო: "მაინც თავისას მიაწვა, მიაწვა და მიიღო!"

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა