თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მე-3 დღეა ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მე-3 დღეა ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისთან, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ტყის ქვედა საფარს, ხმელ ფოთლებსა და ბალახს ამუშავებენ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული.