საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პარასპორტის 8 სახეობაში 41 მედალი მოიპოვეს

25 ოქროს, 10 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი - ასეთია აშშ-ის „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ასპარეზობის შედეგები. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პარასპორტის 8 სახეობაში მიიღეს მონაწილეობა და 41 მედალი მოიპოვეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აიღეს ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ტრენაჟორზე ნიჩბოსნობაში. წარმატებით იასპარეზა მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა. მისმა წევრებმა პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს. ოქროს მედალოსნები გახდნენ ველოსპორტში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ალუდა სეთურიძე, ირაკლი კუჭუხიძე და ლაშა ადეიშვილი.

სპორტის ამ სახეობაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს. წარმატებული იყო შეჯიბრი ბირთვის სროლაში, რომელშიც თემურ დადიანი და თენგო შუბითიძე - ოქროს, მანუჩარ ნაყიშაშვილი - ვერცხლის, სანდრო ხუჯაძე კი, ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ. ორი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი აიღეს სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა. წარმატებულად იასპარეზეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სროლაშიც, რომელშიც ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ძალოსნობაში (115კგ) ოქრო, ცურვაში კი ბრინჯაოს მედალი აიღო კაპრალმა თემურ დადიანმა.

„კალიფორნიაში გამართული „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშების“დახურვის ცერემონიალი დღეს გაიმართება. აღნიშნულ შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნის 300 დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16-კაციანი გუნდმა.

„საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები 2014 წლიდან იღებენ მონაწილეობას. გასულ წელს სამხედრო მოსამსახურეებმა 38 მედლის მოპოვება შეძლეს“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა