გერმანიის საგარეო უწყება - მივესალმებით, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც გზას უხსნის საზოგადოების ფართო წრისათვის მისაღებ საარჩევნო სისტემას

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ფაქტი, რომ საბოლოოდ ყველა მხარემ გამოიჩინა დათმობებზე წასვლის მზადყოფნა, იმედის მომცემია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეთანხმება წარმოადგენს სამთვიანი მოლაპარაკებების შედეგს, რომლებსაც ისინი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ჭერდნენ მხარს.

„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა კვირას, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც გზას უხსნის საზოგადოების ფართო წრისათვის მისაღებ საარჩევნო სისტემას 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამგვარად, საქართველომ კიდევ ერთი დადებით ნაბიჯი გადადგა წარმატებული დემოკრატიული განვითარების პროცესში.

შეთანხმება წარმოადგენს სამთვიანი მოლაპარაკებების შედეგს, რომლებსაც ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვუჭერდით მხარს. ის ფაქტი, რომ საბოლოოდ ყველა მხარემ გამოიჩინა დათმობებზე წასვლის მზადყოფნა, იმედის მომცემია.

საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რომლებზეც პარტიები შეთანხმდნენ, შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი განვითარებისა და პოლიტიკურ სისტემაში სხვადასხვა იდეებისა და რწმენის წარმოდგენაში. მოუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებაში და გაითვალისწინონ ეუთოს/ ოდირის 2018 წლის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები,“ - აცხადებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა