მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2020“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2020“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მათი ინფორმაციით, გამარჯვებულები არიან:

I პრემია - დავით გაბუნია - ტრეისი ლეტსი , "აგვისტო, ოსეიჯის ოლქი";

II პრემია - ქეთი ქანთარია - იგნაცი ვიტკევიჩი, "მეწაღეები";

III პრემია - ნინო გოგიჩაიშვილი - ბერნარ-მარი კოლტესი, "რობერტო ზუკო;

კონკურსის ფარგლებში საუკეთესოთა შორის კიდევ სამი თარგმანი დასახელდა:

  1. ფლორიან ზელერის „მამა“, მთარგმნელი ნანა სამჭკუაშვილი;
  2. გიიომ აპოლინერის „ტირესიასის ჯიქნები“, მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე;
  3. სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინი“, მთარგმნელი ინგა ჟღენტი;

„კონკურსი „ახალი ქართული პიესა 2020" ტრადიციულად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. შემოსული 13 უცხოური პიესიდან სამი საუკეთესო კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. სამ გამარჯვებულს ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცა.

თუმანიშვილის ფონდმა პროექტი „ახალი დრამატურგია“ 2006 წელს დაიწყო. ის ორი კონკურსისგან შედგება - „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“. კონკურსები ყოველწლიურია და მონაცვლეობით ტარდება.

თუმანიშვილის ფონდი 1998 წელს, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მანანა ანთაძე. ყველა პიესა ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის ინტერნეტ სივრცეში, გამოყენების უფლებისათვის უნდა მიმართონ მთარგმნელებს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა