ოთარ კახიძე - ნინო ქადაგიძე კომპეტენციით, კეთილსინდისიერებით და ზოგადი განათლებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მაღალ სტატუსს არ შეესაბამება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი ნინო ქადაგიძე კომპეტენციით, კეთილსინდისიერებით და ზოგადი განათლებით უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის მაღალ სტატუსს არ შესაბამება.

როგორც ოთარ კახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოუწოდებს ხელისუფლებას, ნინო ქადაგიძეს აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევის პროცესში მხარი არ დაუჭიროს.

“ნინო ქადაგიძე წარმოადგენს სასამართლოს მმართველი კლანის ინტერესებს: იგი იყო 2018 წლის დეკემბერში, პარლამენტისთვის წარმოდგენილ 10-პირიან სიაში. ნინო ქადაგიძე სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს არა ხელისუფლებას, არამედ საზოგადოებას. კანდიდატი სოციალურ ქსელში უერთდება სასამართლოს მმართველი კლანის აქტიური წარმომადგენლის, სერგო მეთოფიშვილის პოლიტიკურ შეფასებებს და თავდასხმებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება სამოსამართლო ეთიკას.

ასევემ კანდიდატის კომპეტენციისა და ზოგადი განათლების დონე არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე: კანდიდატმა საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმების აუდიოჩანაწერი არ მიიჩნია ოფიციალურ დოკუმენტად და საჯარო ინფორმაციად, კანონის ჩანაწერის მიუხედავად. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე წარმოადგენს ხელისუფლების სასარგებლოდ მიკერძოების მაგალითს“, - აცხადებს კახიძე.

მისივე თქმით, ნინო ქადაგიძემ კომპეტენტურად ვერ უპასუხა ელემენტარულ კითხვებს, ისეთ თემებზე, რომლებიც ეხებოდა - აბსოლუტურ უფლებებს, ლიბერალურ დემოკრატიას, სეკულარიზმის პრინციპს და ა.შ.

„ევროპულმა საქართველომ“ ნინო ქადაგიძე შეაფასა 10-ბალიანი სისტემით სამი კრიტერიუმის საფუძველზე: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები. კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს აკმაყოფილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთაღნიშნულ თითოეულ კრიტერიუმში დააგროვებს 7-10 ქულას. შეფასების მიხედვით, ნინო ქადაგიძის კომპეტენცია ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, ვინაიდან მან მიიღო 3 ქულა. კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მიხედვით კანდიდატს მიენიჭა 2 ქულა - მან აქაც ვერ დააკმაყოფილა მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტი. ზოგადი განათლება/ფასეულობებში ნინო ქადაგიძემ მიიღო 4 ქულა - აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს“, - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძე აირჩია. საბჭო მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა