ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში მოსახლეობამ აქცია გამართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივებმა სასმელი და სარწყავი წყლის დაუყოვნებლივ მიწოდება მოითხოვეს.

მათი თქმით, რამდენიმე თვეა უწყლობით გამოწვეულ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.

„ვითხოვთ წყალს, სასმელსაც და სარწყავსაც. უკვე გაუსაძლისი და აუტანელია ასე ცხოვრება. ვერ ვრწყავთ სათბურებში დარგულ ბოსტნეულს და ხმება. სასმელი წყალი ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის მოშორებიდან მოგვაქვს. მერიამაც იცის ჩვენი პრობლემა და ვითხოვთ დაუყოვნებლივ მოაგვარონ“, - აცხადებენ ადგილობრივები.

აღნიშნულ პრობლემას ადგილზე გაეცნო ლაგოდეხის მერი. ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, წყლის დებეტი შემცირებულია და მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა ამიტომ ვერ ხერხდება.

მისივე თქმით, ერთ კვირაში წყალმომარაგების კომპანია ჭაბურღილების გასაწმენდად ტენდერს გამოაცხადებს, რამაც შესაძლოა, პრობლემა ნაწილობრივ მოაგვაროს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს