დუმამ საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რითაც ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობა ექნება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა

რუსეთის დუმამ კონსტიტუციური ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები გულისხმობს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადების გაუქმებას, რაც ამჟამინდელ ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობას მისცემს პრეზიდენტობისთვის კენჭი 2024 წელსაც იყაროს.

კანონის ძალაში შესვლისთვის, ცვლილებები ფედერაციულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, ხოლო შემდეგ რეგიონულმა საკანონმდებლო ორგანოებმა. საბოლოოდ ცვლილებებს ხელი სახელმწიფოს მეთაურმა უნდა მოაწეროს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა