გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობამ 1 მილიარდ ლარიანი სტაბილურობის ფონდი უნდა შექმნას, რომელიც გამოყენებული იქნება კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის სიმწვავის მიხედვით

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 1 მილიარდ ლარიანი სტაბილურობის ფონდი უნდა შექმნას, რომელიც გამოყენებული იქნება ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის სიმწვავის მიხედვით.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მიქაუტაძემ აღნიშნა, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან და პარლამენტთან უნდა განიხილოს რეფინანსირების გრძელვადიანი სესხების შემოღების საკითხი, როგორც ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების დროებითი ინსტრუმენტი.

„სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მთავრობა უნდა მოემზადოს ყველაზე ცუდი სცენარისთვის და შეიმუშაოს გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმა. კერძოდ, შექმნას 1 მილიარდ ლარიანი სტაბილურობის ფონდი, რომელიც გამოყენებული იქნება კრიზისის სიმწვავის მიხედვით. ეროვნულ ბანკთან და პარლამენტთან უნდა განიხილოს რეფინანსირების გრძელვადიანი სესხების შემოღების საკითხი, როგორც ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების დროებითი ინსტრუმენტი. ტურისტული ბიზნესისთვის აუცილებელია გადავადდეს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადახდა და შემუშავდეს მათი მიმდინარე საბანკო ვალდებულებების ახალი გრაფიკი.შესაბამისად, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა წარმოადგინოს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პროგრამა და დაიწყოს მოლაპარაკება კრედიტორებთან სახელმწიფო საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე, როგორც ფორსმაჟორული ღონისძიება.

ყველა ასეთი ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხება შესაძლო კრიზისი. მთავრობამ უნდა იმოქმედოს ეფექტურად იმისთვის, რომ ამ ვითარებაში კომპანიები გადარჩნენ და არ გაიზარდოს უმუშევრობა”,-განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა