უკრაინაში კარანტინი გამოცხადდა - იხურება სასწავლო დაწესებულებები, იკრძალება შეკრებები, იკეტება სასაზღვრო პუნქტები

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და სასწავლო დაწესებულებები დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტარმა ვიქტორია სიუმარმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

„დაწესდა კარანტინი, რომელიც ხვალიდან დაიწყება და 3 აპრილამდე გაგრძელდება“, - წერს სიუმარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

გავრცელებული ცნობებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით იხურება საბავშვო ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები, იკრძალება შეკრებები, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ესწრება. ქვეყანა ასევე კეტავს 219 არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან 170-ს.

ცნობისთვის, worldometer-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსის სულ 1 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა