იტალიიდან გუშინ დაბრუნებული მოქალაქეებიდან 7 პირი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იტალიიდან გუშინ დაბრუნებულ 7 პირს, რომელსაც თბილისის საერთაშორისო თერმოსკრინინგის შედეგად ტემპერატურა დაუფიქსირდათ, კვლევებისთვის სინჯებს დღეს აუღებენ.

როგორც ეზუგბაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 7-ვე მათგანი ინფექციურ საავამდმყოფოში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.

„დაახლოებით, ნახევარი საათის წინ შემოიყვანეს ისინი ინფექციურ საავადმყოფოში. ველოდებით ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლებს, რომლებიც დღესვე აუღებენ სინჯებს და ჩაუტარდებათ კვლევები. ტესტირების პასუხი შესაძლოა, დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდეს ცნობილი“, - განაცხადა ეზუგბაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

რაც შეეხება კორონავირუსის 23 დადასტურებულ შემთხვევას, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა