გომბორის ქედზე ტყის ქვედა საფარი იწვის. ცეცხლი სოფელ რუსიანთან ახლოს, მთის ფერდობზეა გავრცელებული. რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკით მისვლას ვერ ხერხდება. მეხანძრე-მაშველებსა და ადგილობრივებს სტიქიის ზონამდე ფეხით მოუწიათ მისვლა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ინტენსიური ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების მიუხედავად, ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
"ცეცხლი რამდენიმე ადგილზეა გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც მუშაობენ. ცდილობენ ცეცხლის გავრცელება არ მოხდეს ტყეზე" , - განაცხადა ზაზა ხიზანიშვილმა.
რამ გამოიწვია აალება ჯერ უცნობია.