მამუკა მდინარაძე - ვფიქრობთ, რომ 50-დან 60 %-მდე შედეგი გვექნება და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

ვფიქრობთ, რომ 50-დან 60 პროცენტამდე შედეგი გვექნება და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე დარეგისტრირდა, შესაბამისად, მასში ასახულია ყველა ის დეტალი, რაზეც ოპოზიციასთან მოხდა შეთანხმება.

"დარეგისტრირდა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, რომელშიც ასახულია შეთანხმების ყველა ის დეტალი, რაზეც ჩვენ და ოპოზიციამ მოვახერხეთ შეთანხმება, მოლაპარაკების ამ გადაწყვეტილებით დასრულება, რაც ძალიან კარგია და თქვენ ნახეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნის ყველა წარმომადგენელი მიესალმა ამას, იქნება 120/30 - ზე და იქნება ასევე ჩამკეტი, რომელიც გულისხმობს იმას , რომ 40 პროცენტიანი და უფრო დაბალი შედეგის მქონე პარტიამ ვერ დააკომპლექტოს მთავრობა. „ქართულ ოცნებას“ ამის პრობლემა არ აქვს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 50-დან 60 პროცენტამდე შედეგი გვექნება და დამაჯერებლად გავიმარჯებთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს