დავით ჭიჭინაძე -  ახლა ვუყურებთ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით აღტკინებული ოპოზიციის და  უსუსური ხელისუფლების გარიგებას, რომელსაც დაპირების კი არა, მუქარის შესრულებაც არ შეუძლია

ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ახლა 30 მაჟორიტარს რომ თანხმდებიან და რომლებიც მაჟორიტარობის აპრიორი წინააღმდეგნი იყვნენ, მათ მინდა ვკითხო, საარჩევნო კამპანიას როგორ შეასრულებთ - კი არ მინდოდა, მაგრამ ხელისუფლებამ იძულებული გამხადა, ამიტომ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ამიტომ ახლა ამირჩიეთ და მერე აღარ გნახავთ?! - ასე ეხმიანება ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმებას პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და ამ შეთანხმებას შეხმატკბილებულ გარიგებას ადარებს.

ჭიჭინაძის თქმით, „ახლა ვუყურებთ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით აღტკინებული ოპოზიციის და იმ უსუსური ხელისუფლების გარიგებას, რომელსაც დაპირების კი არა, მუქარის შესრულებაც არ შეუძლია“.

„20 ივნისს მე ხალხის გადაწყვეტილებას დავუჭირე მხარი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ამ ოპოზიციის ნაწილი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძოდი ამ ოპოზიციას და ახლა მითუმეტეს გაათმაგებული ძალებით გავაგრძელებ, რადგან ეს ორი ძალა ძალიან ბედნიერები გამოიყურებიან ასე შეხმატკბილებულები.

გასაგებია, რომ 120 დეპუტატი სიით, ნამდვილად ჯობია ხელისუფლების შესაცვლელად, მაგრამ იმ დანარჩენი 30-ის ბედი?! ფაქტია, 10 მაჟორიტარს აძლევენ ქალაქებს, სადაც „ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური პირწმინდად წააგო და ახლა აქცენტები გადააქვს რეგიონებში, სადაც მანიპულირების მეტი საშუალება აქვს;ამასთან იქმნება იმხელა ოლქები, სადაც მაჟორიტარები თავის ფუნქციებს უბრალოდ ვერ შეასრულებენ; ან ერთმა კანდიდატმა როგორ უნდა „იომოს“ ხუთი გამგებლის წინააღმდეგ? და როდესაც ამ ყველაფერზე თანხმდები, ე.ი. ხელისუფლებას აძლევ „ფორას“. იმ ხელისუფლებას, რომელმაც ხან სამი თითი გვაჩვენა, ხანაც „თემა დახურა“...მოკლედ, ახლა ვუყურებთ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით აღტკინებული ოპოზიციის და იმ უსუსური ხელისუფლების გარიგებას, რომელსაც დაპირების კი არა, მუქარის შესრულებაც არ შეუძლია“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა