გიორგი კახიანის ინფორმაციით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციები ექნებათ

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატთან დაკავშირებით მმართველი გუნდს ოპოზიციასთან კონსულტაციები ექნება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს ხელს უმრავლესობის 85 წევრი აწერს.

"თქვენ იცით, რომ როგორც ამას პროცედურა ითვალისწინებს, პირველ რიგში საპროცედურო კომიტეტს გადაეცა ეს საკითხი და უახლოეს დღეებში იმსჯელებს ამ ხელმოწერების ნამდვილობაზე. ეს არის პროცედურული დეტალი, რაც აუცილებელია, რომ კონსტიტუციურმა პროექტმა გაიაროს და უკვე მომდევნო კვირას პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და შექმნის საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიას. მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციური ცვლილება ითვალისწინებს, ერთი თვის განმავლობაში საყოველთაო სახალხო განხილვების ჩატარებას და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის ორდინალური სიტუაცია ერთი მხრივ კორონავირუსის გამო და მეორე მხრივ, მოგეხსენებათ, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი, ამიტომ ფორმატი, როგორი იქნება საყოველთაო სახალხო განხილვის ამაზე, ჩვენ კიდევ მსჯელობა, მათ შორის, რა თქმა უნდა, კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან გვექნება და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ,"- განაცხადა გიორგი კახიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს