ჭკადუაშში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ჯამში რეაბილიტირდება 2 100 მეტრი სიგრძის გზა. ასევე მიმდინარეობს სანიაღვრეების მოწყობაც. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდიდ მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია გაეცნენ.

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და ეს პროცესი საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე გაგრძელდება.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 970 373 ლარს შეადგენს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა