ზედაეწერში ცეცხლის შედეგად დაზიანებული ქარსაცავი ზოლი აღდგება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ეწერში ხანძრის შედეგად დაზიანებული ქარსაცავი ზოლის დასუფთავება, პრობლემური ხეების გადაბელვა და დამწვარი მცენარეების მოჭრა მოხდა. სავარაუდოდ დაუდევრობის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა ჩაის და თხილის ნარგავებიც დააზიანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, დასუფთავების სამუშაოები ზუგდიდის კეთილმოწყობის სამსახურმა განახორციელა.

მათივე ცნობით, ზედაეწერში ცეცხლის შედეგად დაზიანებული ქარსაცავი ზოლის აღდგენას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის და გამწვანების სამსახურები უზრუნველყოფენ.

„ცეცხლის ლიკვიდაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დროულად მოხდა, რითაც მოსახლეობასა და მათ საკარმიდამო ნაკვეთებზე ცეცხლის გავრცელება აღკვეთილ იქნა.

ზედაეწერში მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს, მათ მეხანძრე-მაშველებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადეს.

მხარის რწმუნებული მოსახლეობას მოუწოდებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას, არ დაწვან ნარჩენები რადგან ქმედებამ შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს და სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს“, - არნიშნულია ინფორმაციაში.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა