იუსტიციის უმაღლესი საბჭო - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ორმა  ადვოკატმა განაცხადა, რომ  იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში -  სასამართლოს შენობაში  ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ზუგდიდის სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 11 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მყოფმა ორმა ადვოკატმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. ამის საფუძველზე ითხოვეს სხდომის გადადება.

„11 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მყოფმა ორმა ადვოკატმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. ამის საფუძველზე ითხოვეს სხდომის გადადება. მას შემდეგ, რაც სასამართლოს თანამშრომლებმა ადვოკატების თვითიზოლაციაში ყოფნის შესახებ შეიტყვეს მყისიერად იმოქმედეს და სთხოვეს შენობის დატოვება. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი ადვოკატი სხდომათა დარბაზში შევიდა და თავად წარადგინა შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფაქტის შესახებ შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, მათ შორის საპატრულო პოლიციას. მათ ადგილზევე შეისწავლეს არსებული ვითარება. სასამართლოს შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაო.

რაც შეეხება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადადებული პროცესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას - ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გადაიდო მხოლოდ ორი პროცესი თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღევანდელი შემთხვევა განსაკუთებული შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს.

სასამართლო სისტემა ყურადღებით ეკიდება და სრულად ითვალისწინებს კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებულ რეკომენდაციებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა