ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის 24-ე შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 24-ე შემთხვევა იტალიას უკავშირდება.

მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

„ვადასტურებ, რომ დადასტურდა კორონავირუსის 24-ე შემთხვევა, ლუგარის ცენტრში დაახლოებით საათნახევრის წინ. გიდასტურებთ, რომ ეს შემთხვევა გარკვეულად არის დაკავშირებული იტალიასთან, მაგრამ პერსონალურ ინფორმაციას ახლა მე ვერ გავამჟღავნებ, რადგან გარკვეული წესია, როგორ უნდა მივიდეს შეტყობინება ადამიანთან, საავადმყოფოსთან და ა.შ. როდესაც შეტყობინება მივა, ამის შემდეგ იქნება მეტი ინფორმაცია.

მდგომარეობა ნორმალურია, ადამიანი კლინიკურად კარგად არის“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ ერთის მდგომარეობა არის საყურადღებო.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა