ირაკლი კობახიძე - შემდეგი მოწვევის პარლამენტში მყარი უმრავლესობით მოვალთ, სადღაც 90 მანდატის აღება არ გაგვიჭირდება

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მყარი უმრავლესობით მოვა შემდეგი მოწვევის პარლამენტში.

მისივე თქმით, ისინი დაახლოებით 90 მანდატს მოიპოვებენ, რაც მყარი მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება იქნება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ამ ვარაუდს საფუძვლად საზოგადოების განწყობის კვლევა და ვითარების საერთო შეფასება უდევს.

„ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მყარი უმრავლესობით მოვალთ შემდეგ პარლამენტში. ვფიქრობთ, რომ სადღაც 90 მანდატის აღება არ გაგვიჭირდება. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ექნება მყარი უმრავლესობა და ექნება მყარი მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება შემდეგ პარლამენტში. ეს არის ჩვენი პროგრესი, რაც ეფუძნება, ბუნებრივია, საზოგადოების განწყობის კვლევას და ვითარების საერთო შეფასებას.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ იმ შედეგის განმეორებას, სულ მცირე, რაც გვქონდა 2016 წლის არჩევნებში, რაც არის იმის გარანტია, რომ დაახლოებით 90 მანდატი მაინც გვექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს