ზვიად შალამბერიძემ იმერეთში, ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული მოქალაქეები მოინახულა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული მოქალაქეები მოინახულა, რომლებიც იქ 10 მარტს, იტალიიდან სპეციალური რეისით დაბრუნების შემდეგ გადაიყვანეს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზვიად შალამბერიძე მათ გაესაუბრა და პირობებს გაეცნო.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით პირად კონტროლზე მყავს აყვანილი საკარანტინო ზონა, სადაც განვათავსეთ ჩვენი მოქალაქეები. 24 საათის განმავლობაში მორიგეობს ეპიდომიოლოგთა ჯგუფი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში აქ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოფნა იყოს მაქსიმალურად კომფორტული. პირდად გავესაუბრე რამდენიმე მათგანს და შემიძლია, გითხრათ, რომ ეს პირობები ნამდვილად მისაღებია მათთვის, ეს სტანდარტი, სრულად აკმაყოფილებს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნას და ყველა პირობა დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

როგორც საკარანტინო ზონაში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, სანატორიუმში არსებული პირობებით კმაყოფილები არიან.

„პირდაპირ მოგვიყვანეს აეროპორტიდან და ვართ იზოლირებული, არ გავდივართ გარეთ. პირობებით ვართ საკმაოდ კმაყოფილი, როგორც ოთახით, ასევე კვებით. დღეს უკვე დაიწყო სამედიცინო შემოწმებები, დღეში ორჯერ ვამოწმებთ სხეულის ტემპერატურას. დღეს გვესტუმრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და შემოგვთავაზა ყველანაირი თანადგომა, თუ რამე დაგვჭირდება, შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევაწუხოთ", - განაცხადა მოქალაქემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა