პაატა იმნაძე - უნდა მოვემზადოთ, რომ მთავრობამ შესაძლოა, დიდი თავყრილობები აკრძალოს - პირველ რიგში, ეს არის ასკაციანი ქორწილები, ქელეხები

ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ შესაძლოა, მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალოს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მათ მთავრობას რეკომენდაციებით მიმართეს, რომ „რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვა“ .

„მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის ცხოვრების წესის ჩვეულებრივი შეზღუდვა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა, თავრობამ აკრძალოს. ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე , როგორთანაც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდეული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.

იხილეთ ვიდეო

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება