სოფელ ანაგაში ნაპირსამაგრი სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაგაში, „მთავარანგელოზის ხევის“ ნაპირსამაგრი სამუშაოები დაფინანსდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, 51 ათას ლარზე მეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიიმართება, რაც სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წინა წელს დარჩენილი ეკონომიაა.

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ოთხიარუსიანი, ოთხი მეტრი სიმაღლის გაბიონის მოწყობა, მაგრამ ხევის ნაპირზე გამავალ საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, აუცილებელია გაბიონის სიმაღლის მომატება ერთი მეტრით და სხვა მცირე სამუშაობის დასრულება.

პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება სტიქიის საფრთხე და შესაძლო ზიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა