ხათუნა ლაგაზიძე - საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით ოპოზიციის შანსები გაიზარდა, მაგრამ პროპორცია 120/30-ზე არც „ოცნებას“ ტოვებს გამარჯვების შანსის გარეშე

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა არავინ დავობს, რომ არა უკიდურესად დაპირისპირებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების შუამავლობა, პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის მიღება ვერ შედგებოდა.

ფაქტია, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მომხდარს მრავალი განზომილება და ასპექტი აქვს, თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ მომხდარს და მეორე მხრივ მომხდარის რომელ განზომილებასა და ასპექტს გამოჰყოფდით?

- უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებამ აჩვენა რა ძალა აქვს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მნიშვნელოვანი ნაწილის ერთობლივ ძალისხმევას. რომ არა ასეთი ერთიანი პოზიცია, დასავლეთიც ასეთი მწყობრი და სისტემური არ იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში და ეს შედეგიც ვერ იქნებოდა მიღწეული, რაც დღეს დადგა, ანუ 120-30-ზე თანაფარდობა პროპორციულსა და მაჟორიტარულს შორის.

წარმოიდგინეთ ეს მოთხოვნა მხოლოდ ორიოდე პარტიის და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის რომ ყოფილიყო, დასავლეთის ინტერესი და თანადგომაც შეუდარებლად სუსტი იქნებოდა.

საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებამ აჩვენა რა ძალა აქვს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მნიშვნელოვანი ნაწილის ერთობლივ ძალისხმევას. რომ არა ასეთი ერთიანი პოზიცია, დასავლეთიც ასეთი მწყობრი და სისტემური არ იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში

მეორე, რაც ამ შეთანხმებამ აჩვენა არის ის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო, და არაერთი მცდელობა რომ ექნებოდა, ეჭვი ხომ არ გვეპარება, სრულიად ჭრელი ოპოზიციის, მათ შორის, მისადმი ლოიალობით განწყობილისაც კი, დაშლა ამ პრინციპულ საკითხთან მიმართებაში.

ეს მრავალთვიანი პროცესი მარტივ რამეს აჩვენებს ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც - რომ ასეთი ერთიანობის შენარჩუნების შემთხვევაში პრინციპულ საკითხებში, მაგალითად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ერთობლივი პროტესტი ან არჩევნების შესაძლო გაყალბების ერთობლივად წინაღდგომა, ოპოზიცია მომგებიან პოზიციაში დგება.

თუმცა, ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება საარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში სულ უფრო გართულდება, სადაც ისინი დიდი ალბათობით ერთმანეთის კონკურენტებად წარსდგებიან. მით უფრო, რომ ხელისუფლება გაათმაგებული ძალისხმევით ეცდება ოპოზიციის მაქსიმალურად დაქუცმაცებას.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დასრულებულმა პროცესმა და შედეგმა აჩვენა ისიც, რომ ოპოზიციას განუზომლად დიდი რესურსი აქვს დასავლური კავშირების და მხარდაჭერის სახით, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ხელისუფლების დათმობაზე წამოყვანისას.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დასრულებულმა პროცესმა და შედეგმა აჩვენა ისიც, რომ ოპოზიციას განუზომლად დიდი რესურსი აქვს დასავლური კავშირების და მხარდაჭერის სახით, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ხელისუფლების დათმობაზე წამოყვანისას

ასე ჩანს, რომ დასავლეთთან სისტემური მუშაობის და მათი რესურსის ეფექტურად მობილიზების მხრივ, ლომის წვლილი „ევროპულ საქართველოს“ და გიგა ბოკერიას ეკუთვნის. და რა თქმა უნდა, მთავარი მიღწევა - 120-30-ზე, განუზომლად სჯობს 77-73-ზე პროპორციას.

დასავლეთთან სისტემური მუშაობის და მათი რესურსის ეფექტურად მობილიზების მხრივ, ლომის წვლილი „ევროპულ საქართველოს“ და გიგა ბოკერიას ეკუთვნის

- ვხედავთ, რომ მოლაპარაკების მონაწილეები სხვადასხვაგვარ კომენტარებს აკეთებენ პოლიტიკური მოტივით დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

თუ ამ თემაზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს, შემდეგ ამ კომენტარებზე ისევ ოპოზიციის წარმომადგენლების პასუხებს გადავავლებთ თვალს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა, ამ ერთი სადავო საკითხის გამო ჩაიშალოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ასე ზარზეიმით მიღებული შეთანხმება.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვიოს შეთანხმება და ისევ ძველი საარჩევნო სისტემა დარჩეს?

- როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ისეთი ალიყური მიიღო დასავლეთისგან პროპროციული სისტემის ჩაგდების გამო, რომ არ მგონია საკუთარი ხელით სამარის გათხრაზე - ანუ ამ შეთანხმების ჩაგდებაზეც წავიდეს.

მით უფრო, რომ მისთვის სასურველი ნაღმები უკვე ჩააფინა ამ შეთანხმებაში 1%-იანი ბარიერის და ვადამდელი არჩევნების წესის სახით, ანუ იმით, რომ ვადამდელი არჩევნებიც ამ შეთანხმების თანახმად, შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული წესით ჩატარდება.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ისეთი ალიყური მიიღო დასავლეთისგან პროპროციული სისტემის ჩაგდების გამო, რომ არ მგონია საკუთარი ხელით სამარის გათხრაზე - ანუ ამ შეთანხმების ჩაგდებაზეც წავიდეს

120-30-ზე, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი იყო, მაგრამ მის შიშებსაც უსვამს ხაზს, კერძოდ იმას, რომ არ არის დარწმუნებული გამარჯვების შემთხვევში ისეთი მყარი უმრავლესობით მოვა, რომელიც 2024-მდე არ დაეშლება.

რაც შეეხება ოპოზიციას. კითხვები იქაც არის ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით კითხვას 40%-იანი აუცილებელი მინიმუმი აჩენს, რომლის დაძლევაც აუცილებელია იმისათვის, რომ მთავრობა დააკომპლექტო. საქმე ის გახლავთ, რომ ჯერ ერთი, ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევებით „ოცნება“ 40%-ს აგროვებს, რაც ამომრჩეველში პესიმიზმს აღვივებს.

თუკი „ოცნება“ ამ 40%-იან ბარიერს ლახავს, მაშინ ჩვენი საშველი არ ყოფილაო. ამიტომაც, კვლევების შედეგების გამოქვეყნებამ უკუეფექტი რომ არ იქონიოს ოპოზიციურ ამომრჩეველზე, დაფიქრება მართებთ.

მეორეც, თუ კონსტიტუციაში ჩაიწერება რომ პარტიამ უნდა მოაგროვოს 40% და არა ბლოკმა, კოალიციამ ან ზოგადად, პოლიტიკურმა სუბიექტმა, გამოდის, რომ ოპოზიციის გამარჯვების შანსები მცირდება.

თუ კონსტიტუციაში ჩაიწერა რომ პარტიამ უნდა მოაგროვოს 40% და არა ბლოკმა, კოალიციამ ან ზოგადად, პოლიტიკურმა სუბიექტმა, გამოდის, რომ ოპოზიციის გამარჯვების შანსები მცირდება

ასეა, რადგან არსებული კვლევებით პროდასავლური ოპოზიცია კი აგროვებს ჯამურად 50%-ზე მეტს, მაგრამ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას 40%-იანი შედეგი არ უფიქსირდება. ამიტომაც, ოპიზიციის ნაწილში ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული კითხვები ლოგიკურია.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ აღიარებს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს. ოპოზიციას, კი „მუნდირის ღირსების“ შენარჩუნებისთვის აუცილებლად სჭირდება დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლება. ჯერ არ ჩანს, როგორ გადაწყდება ეს დილემა.

ხელისუფლება არ აღიარებს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს. ოპოზიციას, კი „მუნდირის ღირსების“ შენარჩუნებისთვის აუცილებლად სჭირდება დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლება. ჯერ არ ჩანს, როგორ გადაწყდება ეს დილემა

- თქვენი კოლეგა გია ხუხაშვილის თქმით, შეთანხმებაზე დათანხმებით ხელისუფლებამ პრაქტიკულად კაპიტულაცია გამოაცხადა, მაგრამ თუ შეთანხმების ყველა ასპექტს გავითალისწინებთ, მთლად ასეც არ უნდა იყოს.

მხედველობაში მაქვს ის, რომ თუ 2020 წლის არჩევნები 77/73, ანაც 100/50-ის სისტემით ჩატარდებოდა, ხელისუფლებას პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდა არჩევნების მოგება. ახლა კი ასე სულაც ჩანს.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმებით ქართული პოლიტიკის ძირითად აქტორებს 2012 წლის შემდეგ პირველად, არჩევნებზე თითქმის ერთნაირი შანსები ექნებათ, რაც არც თუ ისე ცუდი არ უნდა იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ახლა ამომრჩეველი შესაძლოა მეტად აღმოჩნდეს პოლიტიკური სუბიეტების პროგრამებზე. თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ დაგრჩენიათ?

- რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით ოპოზიციის შანსები გაიზარდა, მაგრამ მიღებული პროპორცია 120-30-ზე, არც „ოცნებას“ ტოვებს გამარჯვების შანსის გარეშე.

მთავარი და გადამწყვეტია ოპოზიციამ შეძლოს პასიური, სახლში დასარჩენად გამზადებული საპროტესტო ელექტორატის მიმხრობა და საარჩევნო უბნებთან გამოყვანა, მათში იმედის ჩასახვა და ადექვატური საარჩევნო პროგრამის შეთავაზება. და რაც მთავარია, ისეთი 30 მაჟორიტარის წარდგენა, რომელიც ხელისუფლებას უკან დაახევინებს და გამარჯვებას ხელიდან გამოაცლის.

მთავარი და გადამწყვეტია ოპოზიციამ შეძლოს პასიური, სახლში დასარჩენად გამზადებული საპროტესტო ელექტორატის მიმხრობა და საარჩევნო უბნებთან გამოყვანა, მათში იმედის ჩასახვა და ადექვატური საარჩევნო პროგრამის შეთავაზება. და რაც მთავარია, ისეთი 30 მაჟორიტარის წარდგენა, რომელიც ხელისუფლებას უკან დაახევინებს და გამარჯვებას ხელიდან გამოაცლის

მარტივი ამოცანა არ არის 30 უმსხვილესი ოქლის მოგება და კონკურენტუნარიანი კანდიდატების დაყენება. თუნდაც იმ ფონზე, რომ „ოცნებას“ უფრო გაუჭირდება ძლიერი კანდიდატების შერჩევა.~

ოპოზიციის შემთხვევაში საქმეს გაართულებს ის, თუ ვერ შეჯერდნენ ერთიან კანდიდატებზე და ერთმანეთს წაართვეს ხმები მაჟორიტარულ ოლქებში.

- ამ თემაზე საუბრისას თბლისის პოლიტიკური სწავლების დირექტორმა არმაზ ახვლედიანმა შეთანხმებაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ხელისუფლების მიერ შეთანხმების შესრულებაში იგი იმ შემთხვევაში დარწმუნდება, თუ ხელისუფლება გადახედავს თავის ქმედებებს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში. არჩევნებში მინიმუმამდე იქნებიან ჩართული სუსი და ძალოვანი უწყებები.

გაქვთ იმის მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებითაც გაითვალისწინებს შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს, თუ „კორცხელის ინციდენტებს“ უნდა ველოდოთ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან?

- უახლოეს თვეებში კორონავირუსი სერიოზულ ცვლილებს შეიტანს პოლიტიკური აქტივობის ფორმებში. თუ არსებული სიტუაცია დროში გაიწელა, ოპოზიციას აქტიური საარჩევნო კამპანიის, შეხვედრების, რეგიონებში გასვლის და ა.შ. წარმოების საშუალება ეზღუდება, რასაც აქამდეც ვერ აწარმოებდა, რადგან საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე იყო კონცენტრირებული.

ვერც ხელისუფლებას, ცხადია, მაგრამ ხელისუფლება ვირუსთან ბრძოლის გასატარებელი ღონისძიებების ფონზე, ბუნებრივად იქნება უფრო აქტიური. თუ, და დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება, ინფიცირებულთა რიცხვი არსებითად არ გაიზარდა და კრიზისის ამ დონეზე მართვა-შეკავება მოხერხდა, რა თქმა უნდა, ეს უდავოდ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს.

თუმცა, თუ კორონოვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ეკონომიკას სერიოზულად დაარტყმას და ეს საგრძნობი გახდება არჩევნებამდე, მაშინ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ძალიან გაუჭირდება.

თუ კორონოვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ეკონომიკას სერიოზულად დაარტყმას და ეს საგრძნობი გახდება არჩევნებამდე, მაშინ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ძალიან გაუჭირდება

ისიც საკითხავია, შეზღუდვები რა ვადით იქნება და რა ფორმას მიიღებს. აგერ იტალია იძულებული გახდა ჩინეთის მსგავსად დრაკონული ზომები დააწესოს, მოსახლეობის სახლიდან გამოსვლის შეზღუდვის ჩათვლით, აშშ-მ ერთი თვით ევროპასთან ყოველგვარი მიმოსვლა აკრძალა.

იმის თქმა მინდა, რომ სამწუხაროდ ჯერჯერობით ვირუსი განსაზღვრავს ჩვენს საარჩევნო დღის წესრიგსაც. ანუ, როგორი აქტივობის თავი ექნება ერთი მხრივ, ხალხს და მეორე მხრივ, პოლიტიკურ სპექტრს.

მოდით, ჯერ ეს ვირუსი გადავაგოროთ ერთ-ორ თვეში ერთმანეთის თანადგომით, სამოქალაქო პასუხისმგებლობით, ყველა მმართველობითი რესურსის მობილიზებით - სადაც ჩინეთმა შეძლო და ფაქტობრივად დაამარცხა, სამხრეთ კორეამაც დღევანდელი მონაცემებით გაართვა თავი და უეცარი აფეთქების შემდეგ ახალი შემთხვევები აღარ ფიქსირდება, ჩვენც შევძლებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას.

მოდით, ჯერ ეს ვირუსი გადავაგოროთ ერთ-ორ თვეში ერთმანეთის თანადგომით, სამოქალაქო პასუხისმგებლობით, ყველა მმართველობითი რესურსის მობილიზებით

ამის მერე ვნახოთ, რა დოზით შერჩება ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ხელების გადაგრეხვის ძალა და სურვილი. ერთი რამ ცხადია - ამ საერთო პრობლემამ საზოგადოება უნდა გაზარდოს.

- დამკვირვებელთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შეთანხმებაზე დათანხმებით მმართველ ძალას აღარ ექნება იმის მტკიცების საშუალება, რომ ელექტორატი სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებით აშინოს, რაც წარმატებით იქნა გამოყენებული 2016 და 2018 არჩევნებზე.

ანუ, გაფორმებული შეთანხმება იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა წინა არჩევნების მსგავსად, ამომრჩეველს აღარ ექნება არჩევანის მხოლოდ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის გაკეთების შესაძლებლობა. თქვენც ასე ფიქრობთ?

- უნდა ითქვას, რომ მომავალ პარლამენტშ უდავოდ მივიღებთ დღევანდელთან შედარებით გაცილებით ჭრელ პარლამენტს, უფრო მეტი პოლიტიკური სუბიექტით. თუმცა, რამდენად შექმნიან ახალ პარლამენტში მოხვედრილი 2-3 დეპუტატიანი პარტიები ამინდს, ეს მაინც ძირითად მოთამაშეებს, „ოცნებასა“ და „გაერთიანებულ ოპოზიციას“ შორის ხმების გადანაწილებაზე იქნება დამოკიდებული.

რამდენად შექმნიან ახალ პარლამენტში მოხვედრილი 2-3 დეპუტატიანი პარტიები ამინდს, ეს მაინც ძირითად მოთამაშეებს, „ოცნებასა“ და „გაერთიანებულ ოპოზიციას“ შორის ხმების გადანაწილებაზე იქნება დამოკიდებული

შესაბამისად, თუ იმ პარტიებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებიც მესამე ფლანგზე პოზიციონირებენ, მაგალითად „ლელომ“, ელისაშვილმა და ა.შ. არ გააასმაგეს საკუთარი პოლიტიკური აქტივობა, მათ მოუწევთ პოლიტიკური პროცესში დანამატების როლს დასჯერდნენ და ფავორიტებად კვლავ „ოცნება“, „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ დარჩებიან.

თუ იმ პარტიებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებიც მესამე ფლანგზე პოზიციონირებენ, მაგალითად „ლელომ“, ელისაშვილმა და ა.შ. არ გააასმაგეს საკუთარი პოლიტიკური აქტივობა, მათ მოუწევთ პოლიტიკური პროცესში დანამატების როლს დასჯერდნენ და ფავორიტებად კვლავ „ოცნება“, „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ დარჩებიან

ცალკე საკითხია, რამდენად შეძლებს ერთიანობის შენარჩუნებას „გაერთიანებული ოპოზიცია“ საპარლამენტო სიების შედგენის პროცესში. ხელისუფლების მიერ შემოტანილი 1%-იანი ბარიერი ხომ სწორედ იმას ემსახურება, რომ პატარა პარტიებს პარლამენტში იოლად მოხვედრის ილუზია გაუჩინოს და ამით ოპოზიციური სპექტრიც და ელექტორატიც დაქსაქსოს.

„ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ნაცმოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიციის შლეიფი შემოაძარცვოს, რინგზე მასთან პირისპირ დარჩეს და კვლავ აამუშავოს პრინციპი „ნაციონალური მგელი მოდის“.

„ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ნაცმოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიციის შლეიფი შემოაძარცვოს, რინგზე მასთან პირისპირ დარჩეს და კვლავ აამუშავოს პრინციპი „ნაციონალური მგელი მოდის“

- ახლა, როცა არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა, ძალიან ჭირს იმის წარმოდგენა, სავარაუდოდ, თუ როგორი იქნება შემდეგი პარლამენტის შემადგენლობა. ასეა მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ თვლის, რომ 120/30-ის პირობებში მას აქვს ხელისუფლებაში დარჩენის შანსი.

თუ იმათ მოსაზრებებს მივადევნებთ თვალს, ვისზეც გადაუჭარბებლად შეიძლება თქმა, რომ ხელისუფლების „იდეოლოგიური „პრარაბები“ არიან, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ არჩევნების შედეგად ქართულ პოლიტიკურ ელიტაში სერიოზული ცვლილებები მოხდება.

მმართველი გუნდის ლიდერშიფის წამომადგენლებმა უკვე გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სიებში 20-ზე მეტი ახალი სახე ეყოლება. ჩვენ გვახსოვს თუ რა ბედი ეწია „ქართული ოცნების“ იმ ათეულს, რომლებითაც მმართველი გუდი ამაყობდა და ისინი 2016 წლის არჩევნებზე ხელისუფლების საარჩევნო სიის თავშიც კი იყვნენ.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორი პოლიტიკური გუნდებით წარსდგებიან ამომრჩევლის წინაშე ქართული პოლიტიკის ძირითადი აქტორები?

- კითხვას კითხვითვე ვუპასუხებ - რამ უნდა განაპირობოს არჩევნების შედეგად ქართულ პოლიტიკურ ელიტაში სერიოზული ცვლილებები?! პასუხი ერთი შეხედვით ნათელია - ან ხელისუფლების შეცვლამ, ან ასპარეზზე ახალი, ძლიერი პოლიტიკური ძალების შემოსვლამ, ან ახალი, პერსპექტიული სახეების გამოჩენამ, ან ისეთი სახელმწიფოებრივი, ამნთები იდეის გამოჩენამ, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას ერთ მუშტად შეკრავს და დიდი მიზნისკენ მომართავს.

რომელია ჩამოთვლილი ოთხიდან არჩევნებამდე დარჩენილ 8 თვეში რეალური?! მეტ-ნაკლებად შესაძელებელი, მხოლოდ პირველი - ესეც ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას და არა - პოლიტიკური ელიტის.

რა თქმა უნდა, ამ არჩევნების შედეგად უფრო მრავალფეროვან პარლამენტს მივიღებთ, მაგრამ დიდწილად არა ახალი პარტიების ან სახეების, არამედ, უპირატესად ძველი პოლიტიკური ელიტის ხარჯზე, რომელთა ნაწილი გარკვეული პაუზის შემდეგ ისევ დაბრუნდება პარლამენტში, რაც თავისთავად თვისობრივ ცვლილებებს არ ნიშნავს.

არჩევნების შედეგად უფრო მრავალფეროვან პარლამენტს მივიღებთ, მაგრამ დიდწილად არა ახალი პარტიების ან სახეების, არამედ, უპირატესად ძველი პოლიტიკური ელიტის ხარჯზე, რომელთა ნაწილი გარკვეული პაუზის შემდეგ ისევ დაბრუნდება პარლამენტში, რაც თავისთავად თვისობრივ ცვლილებებს არ ნიშნავს

სოციოლოგიური კვლევების ციფრებს აქ არ მოვიყვან, მაგრამ ყველა კვლევა თანხმდება იმაზე, რომ საპროტესტო ელექტორატი გაცილებით დიდია, ვიდრე ამომრჩევლის ის რაოდენობა, რომელიც ხმას აძლევს ოპოზიციურ პარტიებს ჯამურად. ანუ ოპოზიციური ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი არც ერთ არსებულ პოლიტიკურ პარტიას არ აძლევს ხმას და შესაბამისად, არც არჩევნებზე აპირებს წასვლას.

დაუსვამთ ოპოზიციურ პარტიებს თავისთვის კითხვა - რატომ ვერ მოიპოვებენ ისინი საპროტესტო ელექტორატის ამ ნაწილის მხარდაჭერას?! წესით, უნდა დაესვათ. მაშინ იმის პასუხიც უნდა ჰქონდეთ, რა ცვლილელები უნდა განახორციელონ, რა ნაბიჯები გადადგან, რომ ამ ადამიანების სიმპათია მოიპოვონ.

მაგრამ, ფაქტია, რომ პარტიების მხრიდან ჯერჯერობით ამ ცვლილებებს და ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. შთაბეჭდილება იქმნება რომ პოლიტიკური პარტიები დროს ჩამორჩნენ, დაჩქარებულ პროცესებზე სწრაფი და ადექვატური რეაგირების უნარი დაკარგეს.

შთაბეჭდილება იქმნება რომ პოლიტიკური პარტიები დროს ჩამორჩნენ, დაჩქარებულ პროცესებზე სწრაფი და ადექვატური რეაგირების უნარი დაკარგეს

ამის უაღრესად ნათელი მაგალითია პოლიტიკური სპექტრის რეაგირება კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემაზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ვირუსის ჩავლის შემდეგ მსოფლიო ტექნოლოგიურად ახალ ერაში გაიღვიძებს და ის ცვლილებები, რომლებისკენაც სამყარო შედარებით ნელი ნაბიჯებით მიდიოდა, უაღრესად დაჩქარდება.

დაწყებული ონლაინ სწავლებით და მუშაობით თუ ქეშ-ფულზე პრაქტიკულად უარის თქმით, სადაც კი ეს შესაძლებელია, გაგრძელებული ადამიანების კონტროლის აქამდე არნახული საშუალებების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვით .

დარწმუნებული ვარ ბევრმა ჩვენგანმა ნახა ამ დღეებში ჩინელი სამხედროების მიერ გამოყენებული ჩაფხუტები, რომლებიც დისტანციაზე ახდენს ადამიანის იდენტიფიცირებას და ზომავს მისი სხეულის ტემპერატურას.

ჰოდა გეკითხებით, რამდენ ქართველ პოლიტიკოსს იცნობთ, რომელიც მზად არის სწრაფად აუღოს ალღო ამ გარდაუვალ ცვლილებებს და სახელმწიფო მართვის ახალ გამოწვევებზე და ტექნოლოგიებზე იფიქროს?!

თითზე ჩამოსათვლელს - გიორგი ვაშაძეს, რომელმაც ჯერ კიდევ თბილისის მერის არჩევნების დროს დაგვამახსოვრა თავი ბლოკჩეინის სახელმწიფო მართვაში გამოყენების და ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვის ინიციატივით და რომელიც რეალურად ყველაზე სწრაფად მზარდი ქართველი პოლიტიკოსია, გარკვეულწილად „გირჩსა“ და „ლელოს“. დანარჩენები რას შვებიან, არ ფიქრობენ რომ საჭიროა დროს ფეხი აუწყონ?!

მეტსაც გეტყვით - კორონავირუსის თანმდევი აკრძალვები აუცილებლად გამოიწვევს საგრძნობ ეკონომიკურ პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც.

ეკონომიკის რამდენ სექტორს დაარტყამს ვირუსისგან გამოწვეული კრიზისი, რომლის უკანაც ასიათასობით რიგითი ამომრჩეველი დგას? რამდენი პარტიისგან მოვისმინეთ ჩვენ ამ დღეებში მოსალოდნელი ეკონომიკური გამოწვევების და მათთან გამკლავების ხედვა?!

რამდენმა პარტიამ გამართა შეხვედრები ამ დღეებში ბიზნესის სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან მათ წინაშე მდგარი გამოწვევების მოსმენის მიზნით და რამდენმა გამართა თავისი ხედვების პრეზენტაცია?! აქა-იქ ინტერვიუების დროს გაბნეული ცალკეული მოსაზრებები თუ მოვისმინეთ. „ლელოს“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისმა წარმომადგენლებმა გამართეს ამ თემაზე ბრიფინგი და გარკვეული ხედვებიც შესთავაზეს სახელმწიფოს.

რამდენმა პარტიამ გამართა შეხვედრები ამ დღეებში ბიზნესის სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან მათ წინაშე მდგარი გამოწვევების მოსმენის მიზნით და რამდენმა გამართა თავისი ხედვების პრეზენტაცია?! „ლელოს“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისმა წარმომადგენლებმა გამართეს ამ თემაზე ბრიფინგი და გარკვეული ხედვებიც შესთავაზეს სახელმწიფოს

რამდენმა პარტიამ გამართა შეხვედრები ამ დღეებში ბიზნესის სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან მათ წინაშე მდგარი გამოწვევების მოსმენის მიზნით და რამდენმა გამართა თავისი ხედვების პრეზენტაცია?! აქა-იქ ინტერვიუების დროს გაბნეული ცალკეული მოსაზრებები თუ მოვისმინეთ.

რამდენადაც ვიცი, კიდევ მზადდება ერთ-ორი მასშტაბური პრეზენტაცია. მაგრამ ეს არის მთელი, 2020 წლის არჩევნებზე გამარჯვებაზე ორიენტირებული ოპოზიციური სპექტრი?!

2020-ის პარლამენტში ადგილების გადანაწილების პერიპეტიებში რომ არის ჩართული მთელი საქართველო ბოლო რამდენიმე თვეა, გეკითხებით, რიგითი ამომრჩევლისთვის რა მნიშვნელობას აქვს ვინ შეავსებს იმ თბილ ადგილებს, თუ მათ ქვეყნის კრისიზიდან გამოყვანის ხედვა არა აქვთ?

სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული და საარჩევნო სისტემის ვერანაირი ცვლილება ამას ვერ უშველის, თუ ოპოზიცია დროზე ვერ მიხვდა რა არის მათი მთავარი პრობლემა - დროსა და საზოგადოების რეალურ საჭიროებებთან მათი აცდენა.

რაც შეეხება ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეეცდება უპირატესად ახალი სახეებით დააკომპლექტოს საარჩევნო სიაც და მაჟორიტარული ოლქებიც. ეს მისთვის სასიცოცხლო ჩვენებას წარმოადგენს, რადგან არსებული სახეების უდიდესი უმრავლესობა მხოლოდ ანტიპათიას იწვევს, თვით „ოცნების“ მომხრეებშიც.

ხელისუფლება შეეცდება უპირატესად ახალი სახეებით დააკომპლექტოს საარჩევნო სიაც და მაჟორიტარული ოლქებიც. ეს მისთვის სასიცოცხლო ჩვენებას წარმოადგენს, რადგან არსებული სახეების უდიდესი უმრავლესობა მხოლოდ ანტიპათიას იწვევს, თვით „ოცნების“ მომხრეებშიც

მაგრამ, ეს მისთვის იოლი ამოცანა არ იქნება, რადგან რამდენი წარმატებული პროფესიონალი ისურვებს იმიჯგატეხილ და დასავლეთის მიერ სერიოზულად მიჯირყვნილ „ოცნებასთან“ საკუთარი მომავლის დაკავშირებას?

თან იმ პირობებში, როცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ „ოცნებას“ პროფესიონალებზე ალერგია აქვს და თანაც, ქართულ რეალობაში ჯერ დაუძლეველ ამოცანას - მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენას შესჭიდებია.

ახალი სახეების რაოდენობა კი არ არის მთავარი, არამედ - ხარისხი. ხარისხში კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, „ოცნებას“ ყოველთვის უჭირდა.

მაგრამ, დღეს შეუძლებელია თანადგომა არ გამოვუცხადოთ ყველა პიროვნებას თუ სტრუქტურას, რომელიც შეუძლებელს აკეთებს იმისათვის, რომ მსოფლიო გამოწვევამ - კორონავირუსმა, რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანოს საქართველო. ჯერჯერობით, ბევრი ჩვენზე ძლიერი ქვეყნებისგან განსხვავებით, კრიზისთან გამკლავება წარმატებით ხერხდება. ეს უნდა დავინახოთ და დავაფასოთ.

ერთი ქვეყანა, ერთი ხალხი და საერთო გამოწვევების ერთიანად გამკლავება - ეს იქნება ის მიღწევა, რითიც კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვებული გამოვალთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა