ანსამბლი „სუხიშვილები“ უკრაინაში ტურნეს წყვეტს,  საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი თვითიზოლაციაში გადავა

ნაციონალური ანსამბლი „სუხიშვილები“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უკრაინაში გამოცხადებული კარანტინის გამო, ტურნეს წყვეტს.

როგორც ანსამბლის განცხადებაშია აღნიშნული, ანსამბლის წევრები ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ გაივლიან სავალდებულობა შემოწმებას და დაიცავენ თვითიზოლაციის წესებს.

„ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო! როგორც იცით ანსამბლი 1-ელი თებერვლიდან ვიმყოფებით საგასტროლო მოგზაურობაში. დიდი წარმატებით ჩავატარეთ 37 კონცერტი პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და უკრაინის ქალაქებში. 6-10 მარტს კიევის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც 4000-მდე მაყურებელს იტევს, სრული ანშლაგით გავმართეთ 5 კონცერტი.

გუშინ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის გამო ოფიციალურად გამოცხადდა კარანტინი, რის გამოც ვწყვეტთ ტურნეს და ჩვენი პროდუსერები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ უახლოესი რეისით დაგვაბრუნონ საქართველოში.

საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები! აქვე გვინდა გითხრათ, რომ მართალია უკრაინა არ შედის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ვირუსით შესაძლო ინფიცირების რისკებს და ზუსტად დავიცავთ ყველა საჭირო რეკომენდაციას - ჩამოსვლისთანავე გავივლით სავალდებულო შემოწმებას და დავიცავთ თვითიზოლაციის წესს, რისკენაც მოვუწოდებთ სხვებსაც.

ასევე გაცნობებთ, რომ მოიხსნა თბილისში 3 და 4 აპრილს დაგეგმილი ანსამბლის 75 წლის საიუბილეო კონცერტები, რომელსაც აუცილებლად გავმართავთ უახლოეს მომავალში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 11 მარტს უკრაინაში კარანტინი გამოცხადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და სასწავლო დაწესებულებები დაიხურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა