მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 17 პაციენტიდან არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 17 პაციენტზე ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითია. მისი ცნობით, მათგან 7 საქართველოში რომი-თბილისის რეისითაა ჩამოსული, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

ამასთან, როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.

„გუშინ გაგზავნილი ტესტის ყველა პასუხი მიღებულია და არც ერთს არ დადასტურებია კორონავირუსით ინფიცირება. ამჟამად გრძელდება ინფექციურში მყოფ, დადასტურებულ 21 პაციენტზე მკურნალობა. მდგომარეობა არავის არ გაუარესებია. არიან მსუბუქი, საშუალო და მათგან ერთი შედარებით მძიმე პაციენტი, თუმცა მდგომარება არ არის გაუარესებული, სუნთქვის უკმარისობა არ არის და ვაწარმოებთ დაკვირვებას”, - განაცხადა ენდელაძემ.

იხილეთ ვიდეო: მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 17 პაციენტიდან არც-ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს