ესპანეთის თანასწორობის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა, ვიცე-პრემიერი კი კარანტინში იმყოფება

ესპანეთის თანასწორობის მინისტრს, ირენე მონტეროს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კარანტინშია გადაყვანილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილეც.

შესწორებები შევიდა მთავრობის სხდომის დღის წესრიგში, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს. შეხვედრას მხოლოდ ის მინისტრები დაესწრებიან, რომელთაც კორონავირუსის წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ საკვანძო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსებთან ონლაინ კონფერენციებს გამართავს.

ცნობისთვის, Worldometer-ის მიმდინარე მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 2277 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობამ კი 55-ს მიაღწია.

იხილეტ ვიდეო: ესპანეთის თანასწორობის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა, ვიცე-პრემიერი კი კარანტინში იმყოფება

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს