შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური კიდევ ერთხელ გადადო

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტურის კიდევ ერთხელ გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ტესტირება გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებში გამოქვეყნებულ დროს (21 მარტი - 5 აპრილი) აღარ ჩატარდება.

მათივე ცნობით, ახალი განრიგი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა