დუშეთში, ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლებისთვის წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მოწყობას განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს. მათი ცნობით, კანალიზაციის სრულიად ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს დუშეთში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ათეული წლების განმავლობაში სისტემა ამორტიზებული იყო.

„პროექტი ითვალისწინებს არსებული, ძველი ქსელის ახლით ჩანაცვლებას, სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის დაზიანებული მონაკვეთის მოასფალტება დაიწყება. სამუშაოებს კომპანია მარტის ბოლოს დაასრულებს. შედეგად, ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლები წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა