„ნაციონალური მოძრაობა“ ანტიკრიზისულ გეგმას აქვეყნებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ეკონომიკაზე კორონავირუსის უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით ანტიკრიზისული გეგმას აქვეყნებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს. როგორც პატიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას.

დღეისათვის უკვე სახეზეა სერიოზული პრობლემები, რომელსაც ადგილობრივი კომპანიები, სასტუმროები და მათთან დაკავშირებული ბიზნესსუბიექტები განიცდიან. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია შემდეგი გადაუდებელი ზომების გატარება:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს, 2020 წლის განმავლობაში დაიბეგრონ ნული პროცენტით;

2. დღგ-სგან განთავისუფლდეს ყველა ბიზნესსუბიექტი, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 165 ათას ლარს, ნაცვლად დღეს მოქმედი 100 ათასი ლარისა;

3. გამოცხადდეს მორატორიუმი ტურიზმის სექტორში მიმდინარე წლის ბოლომდე საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდაზე და მოხდეს მათი გადანაწილება 2021 წელზე;

4. მთავრობამ მოახდინოს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება და შეამციროს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები, არანაკლებ 300 მილიონი ლარის ოდენობით, ზოგიერთი სახის გადასახადის გადახდის გადავადებისა და განაკვეთების ცვლილების გამო;

5. ლარის კურსის გაუფასურებისა და ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა ბანკმა გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და დაახლოებით ერთი მილიარდი ლარით შეამციროს კომერციული ბანკების რეფინანსირების სესხების მოცულობა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ