ვაშლიჯვარში გზის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები სრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკი და 1 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ვაშლიჯვრის მოსახლეობისთვის აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გზა დაზიანებული იყო. აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავად იმოძრავებს. ასევე, ახალი საფეხმავლო ბილიკიც მოეწყო, რათა მოსახლეობამ უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილება შეძლოს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 124 000 ლარია გამოყოფილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა