ზვიად შალამბერიძე საერთაშორისო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის საქართველოს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის საქართველოს მისიის დირექტორს დიონ ბატერსბს, პროგრამების ხელმძღვანელს თინათინ ჯაფარიძესა და ოპერაციების ხელმძღვანელს გია დოლბაიას შეხვდნენ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ იმერეთში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები მიმოიხილეს, ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

„ამ ეტაპზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დაფინანსებით პროექტი „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“ ხორციელდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის ინტეგრირებულ, მდგრად და მონაწილეობით განვითარებას LEADER მიდგომის დანერგვის გზით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის დასაქმებას, ეკონომიკის განვითარებას, თემის გაძლიერებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, „ფიფლ ინ ნიდ“ - ი იმერეთში ახორციელებს მეფუტკრეობის განვითარების პროექტს, რომელიც ხელს უწყობს მცირე და დამწყებ მეფუტკრეებს განივითარონ საკუთარი უნარები მეფუტკრეობაში და გაზარდონ ფუტკრის პროდუქტების წარმოება და ხარისხი. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, როგორც „ფიფლ ინ ნიდ“ - თან, ასევე რეგიონში მომუშავე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა