თამარ ჩუგოშვილი - ყველა მათგანს პოლიტპატიმარს არ ვეძახი, მაგრამ შეხვედრებზე კონკრეტულ საქმეებზე ნამდვილად იყო საუბარი

მე ყველა მათგანს არ ვეძახი პოლიტპატიმარს, მაგრამ კონკრეტულ საქმეებზე შეხვედრებზე ნამდვილად იყო საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას გარკვეული პირების პატიმრობიდან გათავისუფლებაზე.

მან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ნაკლები ისაუბრონ ამ საკითხზე და შესაბამის ინსტიტუტებს მისცენ საშუალება ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც შეთანხმების შესრულებად ჩაითვლება.

„მე ყველა მათგანს არ ვეძახი პოლიტპატიმარს, მაგრამ კონკრეტულ საქმეებზე შეხვედრებზე ნამდვილად იყო საუბარი. მესმის, რატომ უჭირს უმრავლესობას კონკრეტული პირობების მიცემა ან იმაზე ლაპარაკი, რომელი საქმე, როგორ გაგრძელდება იმიტომ, რომ ფორმალურად ეს მათი საქმე არ არის. როგორც მინიმუმ, ფორმალურად ეს არის ქართული მართლმსაჯულების, პროკურატურის და სასამართლოს საქმე. ზოგადად, მინდა ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც ვურჩიო, რომ რაც უფრო ნაკლები პოლიტიკური ყურადღების ცენტრში იქნება ეს თემები და საქმეები, მით უფრო მარტივად გადაწყდება ისინი. ამიტომ თუ შედეგი აინტერესებთ, ვურჩევდი, რომ ცოტახანი სხვა საკითხებზე გააკეთონ აქცენტი და შესაბამის ინსტიტუტებს მისცენ საშუალება ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც შეთანხმების შესრულებად ჩაითვლება“ , - განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩუგოშვილის თქმით, ის წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„მე წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერ. მე ამ პროექტის მიმართ მხარდაჭერა წერილობით მაქვს დადასტურებული. როდესაც შეთანხმებას ხელი მოვაწერე, მაშინ დავდე პირობა, რომ ამ პროექტს მხარს დავუჭერდი“, - აღნიშნა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა