ბათუმის მერია 13 მარტიდან  დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის

13 მარტიდან ბათუმის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. გადაწყვეტილება არ შეეხება ბათუმის მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგილეებსა და სამსახურის ხელმძღვანელებს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციით.

"გადაწყვეტილება არ იმოქმედებს შრომის ეფექტიანობაზე. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასული თანამშრომელი უწყებაში მოთხოვნისთანავე გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს უწყების მუშაობას. 13 მარტიდან: შეიზღუდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საბჭოსა და კომისიის სხდომები, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა. ,,ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში განაცხადების მიღება 15 აპრილამდე შეჩერდება. გაუქმდა მოქალაქეთა მიღება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სატელეფონო კომუნიკაციის ფორმატი გამოიყენონ",-ნათქვამია ინფორმაციაში.

მერიის ცნობით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონსულტაციები შემდეგ ტელეფონის ნომერზე მიიღონ: 0422 272606, ასევე, ისარგებლონ ელექტრონული ფოსტით: info@batumi.ge.

"საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა უნდა მოხდეს ელექტრონულად, შემდეგი ელ. ფოსტის საშუალებით: foi@batumi.ge გაუქმდა ,,ბათუმობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები. გადაიდო ყველა კულტურული ღონისძიება, რომელიც არ არის დაკავშირებული კონკრეტულ თარიღთან. მათ შორის, ფესტივალი ,,განდაგანა“",-ნათქვამია ინფორმაციაში.

ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, 6 აპრილამდე თავი შეიკავონ ბათუმის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მისვლისაგან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს