სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებისა და ბაღების დეზინფექცირება დასრულდა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყველა სკოლის და საბავშვო ბაღის დეზინფექციის სამუშაოები დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს, ჯამში დამუშავდა 262 საჯარო და კერძო სკოლა და 290 საბავშვო ბაღი. ამასთან, დამუშავდა თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კულტურის სახლები და სპორტული ობიექტები. მუნიციპალიტეტებში დეზინფექცია უტარდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

„მუშავდება სახელოვნებო და სპორტული სკოლები. სასწავლო პროცესის დაწყებამდე სამი დღით ადრე მუნიციპალიტეტებში არსებული ყველა სასკოლო ტრანსპორტის დეზინფექცირება მოხდება.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს