ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში იმყოფებიან

ეს ჩემთვის გარკვეული ემოციური სტრესია. ჩემს შვილსაც კარგად აქვს გააზრებული, ექიმია თავადაც ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, მისი რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან და მათ მხოლოდ ფანჯრიდან ეკონტაქტება.

„ჩემი შვილის მეუღლე და სამი შვილი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მე მხოლოდ ფანჯრიდან მივდივარ ხოლმე, როდესაც ოდნავ დრო მექნება და ფანჯრიდან ველაპარაკები ხოლმე მათ.

მე განათლებით ექიმი ვარ და დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკოსი ექიმი ვიყავი და ბევრ, მრავალფეროვან შემთხვევას შევხვედრილვარ. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის გარკვეული ემოციური სტრესია. თვითონ ჩემს შვილს კარგად აქვს გააზრებული, ექიმია თავადაც და მას საკმაოდ დიდი სფერო აქვს პასუხისმგებლობის“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა. თავდაპირველად ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა, სადაც თითქმის ერთი კვირაა იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა