მიხეილ დაუშვილი - პრემიერ-მინისტრის მხრიდან დაფიქსირდა კონკრეტული ინიციატივები, რომლებითაც საქართველოს მთავრობა აპირებს, მხარი დაუჭიროს ბიზნესს, გამოწვევის მართვაში

პრემიერ-მინისტრის მხრიდან დაფიქსირდა კონკრეტული ინიციატივები, რომლებითაც საქართველოს მთავრობა აპირებს, მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ამ გამოწვევის მართვაში, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, მისი თქმით, პრემიერის ინიციატივები ეხებოდა მხარდაჭერას როგორც მიმდინარე ხარჯების კუთხით, ასევე საგადასახადო ვალდებულებებს, რომელიც ბიზნესს კორონავირუსით გამოწვეული ფაქტორების ფონზე შესაძლოა ტვირთად დააწვეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ კომპანიებს შორის. ამ შეხვედრის მიზანი იყო, გაგვევლო ის საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს და გამოწვეულია კორონავირუსით, რომელიც გლობალური გამოწვევაა და არა ლოკალური გამოწვევა საქართველოსთვის. ბიზნესის წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი საჭიროებები, იმისთვის, რომ ეფექტურად მართონ ვირუსით გამოწვეული შედეგები. საუბარი შეეხო საბანკო ვალდებულებების მომსახურებაში სახელმწიფოს მხარდაჭერას, ასევე მნიშვნელოვანი საგადასახადო ვალდებულებების კუთხით გარკვეული შეღავათების მინიჭებას“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, სახელმწიფოს აქვს რესურსი და სურვილი, რომ მხარი დაუჭიროს ბიზნესს და კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები ერთობლივად გადაიჭრას.

„აქ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა გააგრძელოს თავისი საქმიანობა იმ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელიც აქამდე მოქმედებდა და მეორეს მხრივ, მას ჰქონდეს სახელმწიფოს და ხელისუფლების იმედი, რომ ყველა ასეთი გამოწვევა იქნება ერთობლივად ეფექტურად მართული. ჩვენ ძალიან დადებითად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, რომ მთავრობა მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს ბიზნესს. პრემიერ-მინისტრმა ასევე დააფიქსირა კონკრეტული ინიციატივები, რაც შეეხებოდა კონკრეტულ თანხებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში მიიმართება, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა